"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი მადრიდში იმყოფება და კაკასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მადრიდის "რეალი" თანახმაა კაკა გაყიდოს, ამავდროულად არც ბრაზილიელი ნახევარმცველია წინააღმდეგი კლუბი დატოვოს.
"კაკას დაბრუნების საკითხი წარმატებით მიმდინარეობს. მადრიდში ვიმყოფები და მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია. კაკამ უკვე მოგვცა დასტური და საჭიროა მან "მილანში" სამედიცინო შემოწმება გაიაროს". _ გალიანის სიტყვებს Goal.com ავრცელებს.
ჯერჯერობით კაკას სატრანსფერო თანხის ოდენობა ცნობილი არაა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი 2009 წელს "რეალმა" "მილანისგან" 65 მილიონ ევროდ შეიძინა. "როსონერთა" რიგებში კაკამ 2006/07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
გიორგი ბალახაძე