ფეხბურთი

16:27 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანში” გალიანის ეპოქა სრულდება

 

წლის ბოლოს, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. Tuttosport-ის ცნობით, მხარეები ფინანსურ დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავენ.

დიდი ალბათობით, გალიანის პოსტზე ფლორენციის “ფიორენტინას” სპორტული დირექტორი დანიელე პრადე დაინიშნება. “როსონერიმ” პრადეს უკვე მიმართა და მისგან თანხმობაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 69 წლის გალიანი “მილანში” 1986 წლიდან მუშაობს.

0.125059