ფეხბურთი

2:50 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანს“ ქულის აღება ისევ უჭირს, „რომა“ ერთპიროვნულად გალიდერდა

მე-5 ტურის წინ, სერია A-ს ორი ლიდერი ჰყავდა - „რომა“ და „ნაპოლი“. თუ მე-5 ტურში რომელიმე მათგანი ქულებს დაკარგავდა, ეს, უპირველესად, რომაული გუნდი უნდა ყოფილიყო, რადგან ის „სამპდორიას“ სტუმრობდა, ხოლო „ნაპოლი“ აქამდე უქულო „სასუოლოს“ მასპინძლობდა. თუმცა, მიუხედავად ანგარიშში დაწინაურებისა, წინა ტურში მილანში მომგებმა „ნეაპოლელებმა“ „ინტერის“ მიერ 7:0 განადგურებულ გუნდთან ქულები დაკარგეს.

„ნაპოლის“ ფეხის დაცდენით ისარგებლა „რომამ“, რომელმაც გენუაში მოგებით ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა და ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა. „ლუიჯი ფერარისზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მეჰდი ბენატიამ გახსნა. 4 მეტოქის მოტყუების შემდეგ საჯარიმოში შესულმა მაროკოელმა ფეხბურთელმა საგოლე დარტყმა უკვე დაცემულმა განახორციელა. გენუელებს მე-2 ბურთი ჟერვინიომ გაუტანა, რომელმაც „რომაში“ სადებიუტო გოლი ტოტის გადაცემის შემდეგ, მახვილი კუთხიდან დარტყმით გაიტანა.

„მილანმა“, გოლის მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანა ზედიზედ მე-3 თამაშში მოახერხა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ვერც ამჯერად მოიგო. „როსონერის“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში მოუხდა. მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება ამჯერადაც მოახერხეს, მაგრამ 3 ქულის მოპოვება ვერა.

ბოლონიაში გამართულ მატჩში ანგარიში ანდრეა პოლიმ მე-12 წუთზე გახსნა, მაგრამ 62-ე წუთზე, მასპინძლები წინ უკვე 2 ბურთით იყვნენ. „მილანს“ ქულა 89-ე და 92-ე წუთებზე, რობინიოსა და აბატეს მიერ გატანილმა გოლებმა გადაურჩინა. ორივე შემთხვევაში, მეკარის მოგერიების შემდეგ, „ბოლონიას“ მცველებმა ბურთის საჯარიმოდან გამოტანა ვერ მოახერხეს და სტუმარმა ფეხბურთელებმა დამატებაზე იყოჩაღეს.

მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება ზედიზედ მე-3 მატჩში მისცა „იუვენტუსმა“, რომელმაც არც ამჯერად წააგო. წინა ტურის შეხვედრის მსგავსად, ტურინელებმა კვლავ 2:1 მოიგეს. „კიევომ“ ტაიმი ტეროს გოლით მოიგო. თამაშის განხლებიდან 2 წუთში, კვალიარელამ ბურთ კარში გაჭირვებით შეიტანა, ხოლო 65-ე წუთზე, პოგბას ჩაწოდების შემდეგ, ვარდნაში დარტყმით, ბერნარდინიმ ავტოგოლი გაიტანა და „იუვეს“ მოაგებინა.

 

 

ბოლონია-მილანი 3:3 (1:1) 

ბოლონია, “რენატო დალ’არა 20000

ბოლონია (4-3-2-1): კურჩი, გარიკსი, ანტონსონი, მანტოვანი, მორლეო, პერესი (კრინი 85), პაციენცა (დელა როკა 65), ხრისტოდულოპულოსი (სორენსენი 78), დიამანტი, ლაშალტი, კრისტალდო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

მილანი (3-4-1-2): აბიატი, აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი, პოლი (ემანუელსონი 90), დე იონგი, ნოჩერინო (მუნტარი 74), ბირსა (ნიანგი 64), მატრი, რობინიო.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 0:1 პოლი (12), 1:1 ლაშალტი (33), 2:1 ლაშალტი (52), 3:1 კრისტალდო (61), 3:2 რობინიო (89), 3:3 აბატე (90+2).

გაფრთხილებები: პაციენცა 31, ხრისტოდულოპულოსი 43, მანტოვანი 60, დიამანტი 88 - დე იონგი 8, ნიანგი 78.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 15 (6)-15 (8), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 0-5, სეივი: 5-3, ჯარიმა: 13-19.

 

კიევო-იუვენტუსი 1:2 (1:0) 

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი 11000

კიევო (4-1-3-2): პუჯონი, სარდო, სეზარი, ბერნარდინი, დოს სანტოსი, დრამე, ბენტივოლიო, რიგონი, ესტიგარიბია (რადოვანოვიჩი 66), პალოსკი (არდემანი 69), ტერო (პელისიე 87).

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, ისლა (ლიხტშტაინერი 64), პოგბა, პირლო, მარკიზიო, პელუზო, კვალიარელა (ტევესი 75), ლიორენტე (ვიდალი 88).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 ტერო (28), 1:1 კვალიარეალა (47), 1:2 ბერნარდინი (65, ს.კ.).

გაფრთხილებები: დრამე 23, სარდო 50, ბენტივოლიო 51.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 29%-71%, დარტყმა: 5 (3)-18 (8), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 6-1, სეივი: 6-2, ჯარიმა: 16-13.

 

ლაციო-კატანია 3:1 (2:1) 

რომი, “ოლიმპიკო 20000

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, კავანდა, სიანი, კანა, პერეირინია, ონაზი, ლედესმა, კანდრევა (გონსალესი 89), ედერსონი (ერნანესი 76), ლულიჩი, ფლოკარი (პერეა 70).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

კატანია (3-4-1-2): ანდუხარი, ბელუსკი, ბირაგი, სპოლი, ალვარესი, ალმირონი (ტაჩციდისი 84), პლაზილი, გუარენტე (ბოატენგი 58), მონსონი, ბარიენტოსი, პეტკოვიჩი (ლეტო 58).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლები: 1:0 ედერსონი (4), 1:1 ბარიენტოსი (6), 2:1 ლულიჩი (39), 3:1 ერნანესი (90+4).

გაფრთხილებები: კანა 12, ონაზი 65 - ბელუსკი 42, ბარიენტოსი 65, ალვარესი 75.

გაძევება: ბელუსკი 60.

მსაჯი:  მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 29 (13)-10 (1), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 0-10, ჯარიმა: 11-12.

 

ლივორნო-კალიარი 1:1 (1:0) 

ლივორნო, “არმანდო პიჩი 10000

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა, ემერსონი, ჩეჩერინი, სკატარელა, ლუჩი, დუნკანი, გრეკო (რინაუდო 83), მბაიე (ლამბრუგი 75), ემეგარა (ბელინჯერი 55), პულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკი, როსეტინი, ასტორი, აველარი, კონტი, დესენა (კაბრერა 59), ნაინგოლანი, ეკდალი (ერიკსონი 79), იბარბო, ნენე (პინილია 65).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 ლუჩი (23), 1:1 იბარბო (53).

გაფრთხილებები: ლუჩი 24, დუნკანი 28 - იბარბო 34, დესენა 36, პერიკო 85, როსეტინი 90+1.

მსაჯი: ლუკა პარიეტო.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 10 (3)-20 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 15-8.

 

ნაპოლი-სასუოლო 1:1 (1:1) 

ნეაპოლი, “სან პაოლო

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მესტო, კანავარო, ფერნადნესი, არმერო, ინლერი, ჯემაილი, პანდევი (კალიეხონი 62), ჰამშიკი, მერტენსი (ინსინიე 75), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, ანტეი (როსინი 79), აჩერბი, ბიანკო, ლონგი, კურტიჩი, მანიანელი, ლარიბი, სკელოტო (მარცორატი 57), ზაზა, ბერარდი (მისიროლი 84).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 ჯემაილი (15), 1:1 ზაზა (20).

გაფრთხილებები: ფერნანდესი 46, ინლერი 74 - მარცორატი 66, ლარიბი 85.

მსაჯი: დანიელე დოვერი.

ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 19 (8)-17 (6), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 4-3, სეივი: 5-7, ჯარიმა: 18-10.

 

პარმა-ატალანტა 4:3 (4:2) 

პარმა, “ენიო ტარდინი 12000

პარმა (3-4-1-2): მირანტე, ბენალუანე, მენდესი (ფელიპე 80), ლუკარელი, როზი, გარგანო, პაროლო, მარკიონი, მესბა (გობი 84), ამაური, კასანო (სანსონე 62).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ატალანტა (3-4-2-1): კონსილი, სტენდარდო, იეპესი, კანინი (მარილუნგო 46), რაიმონდი (ლივაია 68), კარმონა, ბრიენცა (მორალესი 61), ჩიგარინი, დელ გროსო, ბონავენტურა, დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 მესბა (19), 1:1 ბონავენტურა (20), 2:1 პაროლო (28), 3:1 როზი (35), 4:1 პაროლო (40), 4:2 დენისი (44), 4:3 ლივაია (79).

გაფრთხილებები: მესბა 22, ბენალუანე 49, მარკიონი 56 - რაიმონდი 64, სტენდარდო 71, დელ გროსო 78, იეპესი 90+1.

გაძევება: ამაური 53.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 14 (6)-12 (4), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 22-17.

 

სამპდორია-რომა 0:2 (0:0) 

გენუა, “ლუიჯი ფერარისი 24000

სამპდორია (3-4-2-1): და კოსტა, გასტალდელო, პალომბო, კოსტა (ბარილა 83), დე სილვესტრი (პოცი 74), ობიანგი, კრსტიჩიჩი, რეჯინი, სანსონე, ვსზოლეკი (ბიარნასონი 62), გაბიადინი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (დოდო 35), ბენატია, კასტანი, ბალცარეტი, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი, მარკინიო (ტოტი 62), ბორიელო (ფლორენცი 84), ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 0:1 ბენატია (65), 0:2 ჟერვინიო (89).

გაფრთხილებები: კრსტიჩიჩი 51, კოსტა 64, ბარილა 84 - სტროოტმანი 30, ლეანდრო 60, ბორიელო 74.

გაძევება: ბარილა 90+1.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 13 (3)-10 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 16-14.

 

ტორინო-ვერონა 2:2 (1:1) 

ტურინი, “ოლიმპიკო 15000

ტორინო (3-4-1-2): პადელი, როდრიგესი, ბოვო, მორეტი, დარმიანი, ბაშა, ბელომო, ფერნერუ (ელ კადური 64), დ’ამბროზიო, ჩერჩი (ბრიგი 83), მეჯორინი (იმობილე 72).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, გონსალესი, ალბერტაცი (ჩირილიანო 59), რომულო, ჟორჟინიო (დონადელი 83), ჰალფრედსონი, იანკოვიჩი, ტონი, ხუანიტო (სალა 79).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 1:0 ჩერჩი (36), 1:1 ხუანიტო (44), 2:1 ჩერჩი (53), 2:2 ჟორჟინიო (66, პენ).

გაფრთხილება: ჩერჩი 77.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11 (7)-7 (6), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-5, ჯარიმა: 15-10.

 

1. რომა 5 5 0 0 12:1 15
2. ნაპოლი 5 4 1 0 12:4 13
3. იუვენტუსი 5 4 1 0 10:4 13
4. ინტერი 4 3 1 0 13:1 10
5. ფიორენტინა 4 3 1 0 10:4 10
6. ლაციო 5 3 0 2 9:8 9
7. ლივორნო 5 2 2 1 7:4 8
8. ტორინო 5 2 2 1 8:7 8
9. უდინეზე 5 2 1 2 7:6 7
10. ვერონა 5 2 1 2 7:8 7
11. კალიარი 5 1 3 1 7:8 6
12. მილანი 5 1 2 2 10:10 5
13. პარმა 5 1 2 2 6:9 5
14. ჯენოა 5 1 1 3 5:8 4
15. კიევო 5 1 1 3 5:10 4
16. ბოლონია 5 0 3 2 7:11 3
17. ატალანტა 5 1 0 4 6:10 3
18. სამპდორია 5 0 2 3 4:10 2
19. კატანია 5 0 1 4 2:10 1
20. სასუოლო 5 0 1 4 2:16 1

 

 

ბომბარდირები

ჩერჩი („ტორინო“) – 5; ჰამშიკი („ნაპოლი“) , როსი („ფიორენტინა“) - 4; კალიეხონი („ნაპოლი“), პაულინიო („ლივორნო“), ვიდალი („იუვენტუსი“), ბალოტელი („მილანი“), იგუაინი („ნაპოლი“), პალასიო („ინტერი“), ტევესი („იუვენტუსი“) – 3.

 

26 სექტემბერი

ინტერი-ფიორენტინა

0.159211