ფეხბურთი

14:12 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” მანდანდას შეძენა მოუნდა

“მილანის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “მარსელის” მეკარე სტივ მანდანდათი დაინტერესდნენ. Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები სატრანსფერო დეტალების დასაზუსტებლად უკვე დაუკავშირდნენ “მარსელის” პრეზიდენტ ვენსან ლაბრუნს.

მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ჯერ ოფიციალურად არსად თქმულა. ფრანგული გამოცემების ცნობით კი სტივ მანდანდა მარსელურ კლუბს სავარაუდოდ უახლოეს ერთ თვეში დაემშვიდობება, რადგან მისი გაყიდვა თავად “მარსელს” სურს. მსურველებიც საკმაოდ ჰყავს: “მილანის” გააქტიურებამდე, 29 წლის მეკარის გადაბირების სურვილი “ქუინზ პარკ რეინჯერსმა”, “ნაპოლიმ”, “რომამ” და “საუთჰემპტონმა” გამოთქვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11086