ფეხბურთი

18:11 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” კონსტანტი გამოაკლდა

2013 წლის ბოლო თამაში “მილანისთვის” წარუმატებელი გამოდგა. გარდა იმისა, რომ “როსონერიმ” “ინტერთან” ქალაქური დერბი დათმო, მასიმილიანო ალეგრის გუნდს მარცხენა მცველი კევინ კონსტანტი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გამოაკლდა.

კონსტანტმა ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო და შესვენების შემდეგ ის მოედანზე აღარ გვინახავს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ 26 წლის ფეხბურთელს ტერფის ტრავმა აქვს.

კონსტანტისთვის საშობაო შვებულება უკვე დაიწყო. ის გუნდს 30 დეკემბერს დაუბრუნდება, რის შემდეგაც გვინეელ ფეხბურთელს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, როდის შეძლებს ის ფეხბურთის თამაშს.

0.122736