ფეხბურთი

9:40 | 4.04.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“მილანს” ესიენი გამოაკლდა

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი მიკაელ ესიენი ტრავმირებულია. აპენინური პრესის ცნობით, განელს მარჯვენა ბარძაყი აწუხებს.

აფრიკელი “კიევოსთან” იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში შეცვლაზე შევიდა და დარჩენილი დრო მოედანზე გაატარა, მაგრამ ტკივილი მეორე დღეს იგრძნო. “როსონერის” სამედიცინო შტაბის განცხადებით, ესიენს ლაზარეთში 10 დღის გატარება მოუწევს. უახლოეს პერიოდში, განელს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და შესაძლოა, გამოჯანმრთელების ვადები შეიცვალოს.

ამგვარად, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ესიენი “ჯენოასთან” და “კატანიასთან” მატჩებს გამოტოვებს.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:22 | 25.04.2014
MIAMI HEAT (3534)

კონლი მაგარიხარ ერთი ორი თამაშიც მოუგეთ ოკლას და მომაშორეთ ეგენი

01:26 | 25.04.2014
arturi-baierni (24493)

და რა ქნა ასეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064987
სარეკლამო ადგილი - 99
X x X