ფეხბურთი

13:06 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” და “ლივერპულს” სახოს შეძენა სურთ

პსჟ-ს მცველმა მამადუ სახომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამუშაო ადგილის გამოცვლა მყარად გადაწყვიტა. 23 წლის ფეხბურთელს კლუბის გამოცვლა გასულ ზაფხულსაც სურდა. ტიაგო სილვას შეძენის შემდეგ, ის ვარაუდობდა, რომ სათანადო სათამაშო დრო აღარ ექნებოდა, მაგრამ მაშინ მას წასვლა გადააფიქრებინეს. ახლა, როდესაც პსჟ-მ მარკინიოსიც შეიძინა, მამადუმ წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა.

Lequipe-ს ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შეძენის სურვილს “მილანი” და “ლივერპული” გამოთქვამენ. პსჟ-ს სახოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, ახლა კი, გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარიზელები სახოს 13 მილიონ ევროდ შეელევიან.

სახო პარიზული კლუბის აღზრდილია და მისი მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 151 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.118186