კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, “მილანი” “ბარსელონას” 2 ფეხბურთელით, დანი ალვესითა და ალექს სონგით დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ალვესისა და სონგის გაყიდვას აპირებს. ბრაზილიელ მარჯვენა მცველს პსჟ იწვევდა, მაგრამ პარიზელებმა მასზე უარი თქვეს. ალვესის მსგავსად, კატალონიელებს კონკრეტული შეთავაზებები არც სონგის ტრანსფერზე აქვთ.
თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, “ბარსელონას” ორივე ხსენებული ფეხბურთელის “მილანისთვის” მიყიდვის შანსი გაუჩნდა. სხვა ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.