ფეხბურთი

17:31 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” მუნტარისთან გაახანგრძლივა

“მილანის” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ სალი მუნტარისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას “როსონერის” ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ახალი ხელშეკრულების ძალით, განელი მილანელთა მაისურით 2016 წლამდე იასპარეზებს. აპენინური მედიასაშუალებები ნახევარმცველს კლუბის შეცვლას უწინასწამეტყველებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, “მილანმა” მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.

როგორც ირკვევა, მუნტარისთან კონტრაქტის გახანგრძლივების ინიციატორი მილანელთა ახლადდანიშნული დამრიგებელი ფილიპო ინძაგი იყო.

 

0.118059