29 წლის იტალიელი თავდამსხმელი ალესანდრო მატრი, მომდევნო სეზონში, “ჯენოაში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას გენუური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
მატრი “იუვენტუსიდან” “მილანში” 2013 წელს გადავიდა. გასული სეზონის პირველ ნახევარში, “როსონერის” შემადგენლობაში, მან 18 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სეზონის მე-2 ნახევარში მატრი “ფიორენტინაში” გაანათხოვრეს, რომლის მაისურით გამართულ 21 მატჩში მან თავი 5 გოლით გამოიჩინა.