“მილანის” ხელმძღვანელობა მარიო ბალოტელის გასასხვისებლად მზადაა. იტალიური მედიის ცნობით, “როსონერი” 30 წლის თავდამსხმელს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
რამდენადაც ცნობილია, ბალოტელის შეძენა ლონდონის “არსენალს”, “ლივერპულსა” და “მონაკოს” სურთ. 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდის შემთხვევაში, “როსონერი” 23 წლის ფორვარდს უპრობლემოდ შეელევა.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ბალოტელიმ მილანელთა მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლსა და 8 საგოლე პასს მოუყარა თავი.