კვირას იტალიის სერია A-ს ბოლო ტური გაიმართება. “მილანი” “სასუოლოს” მასპინძლობს და ამ შეხვედრაში 15 წლის ფეხბურთელის გამოჩენას ელიან. საუბარია “როსონერის” მაროკოელ ტალანტ ჰაშიმ მასტურზე. მართალია, მასტური მაროკოელია, მაგრამ იტალიის მოქალაქეობა აქვს.
15 წლის ტალანტს ოფიციალურად დართეს ნება, სერია A-ში ეთამაშა. მას პროფესიონალური კონტრაქტი ჯერ არ აქვს: წლეულს 15 ივნისს გააფორმებს, როცა 16 წლისა გახდება.
მასტური საოცრებებს სჩადიოდა “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში და რამდენიმე დღის წინ პირველ გუნდში გადაიყვანეს. ის უკანდაწეული ფორვარდია.