იტალიური “მილანი” გერმანული “გლადბახის” მეკარის – მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას ცდილობს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, “როსონერი” ახალგაზრდა გოლკიპერის გადაბირებას ზაფხულში ეცდება.
რამდენადაც ცნობილია, გერმანელის სანაცვლოდ, მილანელები მიონხენგლადბახელებს 12 მილიონ ევროს სთავაზობენ. ჯერჯერობით, “გლადბახი” ოფიციალური პასუხისგან თავს იკავებს.
აქამდე, შტეგენისთვის ბრძოლაში, ფავორიტი კატალონიის “ბარსელონა” იყო, რომელიც მიონხენგლადბახელებს 8 მილიონ ევროს სთავაზობდა. ესპანელები გერმანელს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად განიხილავენ.