ფეხბურთი

19:07 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” სანტონში 7 მილიონს იხდის

იტალიური “მილანი” დავიდე სანტონის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ინგლისურ “ნიუკასლთან” აწარმოებს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, “როსონერი” 22 წლის მცველში 7 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. 

არაოფიციალური ინფორმაციით, “ნიუკასლი” ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს. “მილანს” ტრანსფერის დასრულება ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველსავე დღეებში სურს. 
შეგახსენებთ, რომ 2008-2011 წლებში, სანტონი მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა და სწორედ აქედან გადაბარგდა “ნიუკასლში”.
0.11319