“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი თავდამსხმელ რობინიოს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ეცდება, აშშ-ში გადასვლაზე დაიყოლიოს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
30 წლის ბრაზილიელს “ორლანდო სიტი” ეპატიჟება, მაგრამ თავდამსხმელი მაღალ ხელფასს ითხოვს და ჯერჯერობით, მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. გალიანი ცდილობს, რობინიო დათმობაზე წაიყვანოს და “ორლანდოში” გადასვლაზე დაითანხმოს.
აღსანიშნავია, რომ “მილანის” თავკაც ფილიპო ინძაგის რობინიოს გასხვისება სურს.