ფეხბურთი

20:26 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ნაინგოლანისთვის ბრძოლას ეთიშება

“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ მისი გუნდი “კალიარის” ბელგიელი ნახევარმცველისთვის, რაჯა ნაინგოლანისთვის ბრძოლას წყვეტს.

“ნაინგოლანი “მილანში” არ გადმოვა. მის ტრანსფერთან დაკავშირებული ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა. თუ ვიწინასწარმეტყველებთ სად გადავა ნაინგოლანი, მე არჩევანს “რომაზე” შევაჩერებდი. ჩემის აზრით, სწორედ ასეთი სიტუაციაა შექმნილი.” – განაცხადა გალიანიმ Sky Italia-სთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, “მილანისა” და “რომას” გარდა, ნაინგოლანით “იუვენტუსი” და “ნაპოლიც” იყვნენ დაინტერესებულნი. იტალიური პრესის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი არჩევანს რომაულ და ნეაპოლურ გუნდებს შორის გააკეთებს. ჩორრიერე დელლო შპორტ-ის ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

0.119804