იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” ფრანგი ცენტრალური მცველის, ფილიპ მექსესის გაყიდვას აპირებს.
Football Italia-ს ცნობით, “მილანელები” ფრანგი უკანახაზელის თამაშით უკმაყოფილონი არიან და 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას სწორედ ამის გამო აპირებენ. ივარაუდება, რომ მექსესის შეძენას “მონაკო” შეეცდება, ხოლო მის ადგილს “ვალენსიადან” გადმოსული ადილ რამი დაიკავებს.