იტალიური “მილანი” ინგლისური “ნიუკასლის” ჰოლანდიელ გოლკიპერ ტიმ კრულის შეძენას აპირებს. “როსონერი” 36 წლის კრისტიან აბიატის შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდის კარს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაიცავს. ერთადერთი, რაც მილანელთა მოქმედებას ამუხრუჭებს, 26 წლის კრულის სატრანსფერო ფასია. ის 10 მილიონ ევროს უტოლდება. თუკი, “მილანმა” ჰოლანდიელის შეძენა ვერ მოახერხა, კიდევ ერთ ვარიანტად ფრანგული “აიაჩოს” გოლკიპერი გილერმო ოჩოა მოიაზრება.