ფეხბურთი

14:31 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” მატრის გასაშვებად მზადაა

გენუის “სამპდორია” “მილანის” ფორვარდის – ალესანდრო მატრის შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური პრესის ცნობით, 29 წლის თავდამსხმელის გასხვისების წინააღმდეგი არც “როსონერის” ხელმძღვანელობაა.

გენუელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და მატრის შეძენა გადაწყვეტილი აქვთ. მის სანაცვლოდ, “სამპდორია” “მილანს” ანდრეა პოლის სატრანსფერო უფლებების მეორე ნახევარს სთავაზობს და მზადაა, პედრო ობიანგის პროცენტული წილის ნახევარსაც შეელიოს.

რამდენადაც ცნობილია, “მილანს” გენუელთა წინადადება აკმაყოფილებს და დიდი ალბათობით, მატრი კარიერას “სამპდორიაში” განაგრძობს.

 

0.196386