იტალიური მედიის ცნობით, "მილანი", მიუნხენის "ბაიერნის" ხორვატი თავდამსხმელით, მარიო მანჯუკიჩით დაინტერესდა და იტალიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ოფიციალურ შეთავაზებას მალე გააკეთებს.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ცოტათი ნაკლებ თანხაზეც უარს არ იტყვის.
მომდევნო სეზონში "რეკორდმაისტერთა" რიგებში რობერტ ლევანდოვსკი იასპარეზებს და ხორვატ თავდამსხმელს კლუბიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. მანჯუკიჩისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსიც" გამოხატავს.
თურქული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაიმ" "მილანს" მარიო ბალოტელის სანაცვლოდ 20 მილიონი შესთავაზა და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "როსონერის" თავდამსხმელის დამატება მოუწევს.
მარიო მანჯუკიჩმა 2013/14 წლების სეზონში 48 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. ხორვატმა პირად აქტივს 10 საგოლე გადაცემაც შემატა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაელოდება ალბათ ამას როდის გახდება თავისუფალი აგენტიDDDDDDDDDDDD
მილანის მხრიდან სერიოზული ტრანსფერების განხორციელების იმედი დაკარგული მაქ, მარა ინტერესს, რომ გამოთქვამს ვიღაცეების მიმართ მაინც კარგია.DDDDD
მემგონი შემდეგი სეზონიდან ასეთიშემადგენლობა გვეყოლება
კაკა ნელნელა უკლებს და ჯობია სხვებს დაუთმოს ადგილი!!
-----------------------------აბიატი( ან სხვა უფრო კარგი მეკარე)--------------------
აბატე -------------------რამი-----------------ალექსი-----------------დე შილიო
------------------მონტოლივო-----------------დე იონგი----------------------------
მენეზი------------------------ტაარბატი---------------------ელ შაარავი
------------------------------------ბალოტელი-----------------------------
ზამენიდან ერთი ორი მაღალი დონის ახალგაზრდა დაგვჭირდება კიდევ და არავიზე ნაკლები გუნდი არ დადგება
არავიზე ნაკლები გუნდი არ ვიქნებით !!! მთავარია ზეე დატოვონ ან ვინმე კლასნი მწვრთნელი დავითრიოთ
კაკა მიდის თან იანვარშI ამერიკაში...კი კარგი სასტავია და მანჯუკიჩი თუ იყიდეს ხო ვაბშე!!არავითარ შემთხვევაშI ბალოტელი არ უნდა გაუშვან!
კაროჩე ალექსი და მენეზი ალბათ 90% გადმოვლენ და დალშე კიდევ ერთი მცველი და თავდამსხმელი გვჭირდება უეჭველი იმედია კიდევ ტრამვიანობა არ იქნება წელს თორემ მშვენიერ გუნდს ვკერბთ და მეკარეც მაღალი დონის საჭირო პატარა ამოვისუნთქავთ ამ გუნდით!! ხოო და კიდევ ჰაკიმ მასურის გაბრწყინებას ველოდები
რობინიო და ჰონდა უნდა შევტენოთ ვინმეს როგორმე 
ჰონდას ადაპტაცია ჭირდება და უკლასესი ფეხბურთელია. რობინიო მართლა შესატენია
ბერლუსკონი ქუჩებს გვის და ალბათ მოაგროვა 30 ლიმონი.
წადი მილანში
გალიანის არაქვს 30 მილიონი და ჩვენ გვაქვს

ეს მაგრაი კაი გამტანი ფორვარდია. ვინც იყიდის ამის მადლიერი იქნება.
ბალოტელის რატომ უშვებენ ვერ ვხვდები თან მხოლოდ 20 მილიონად პასის გამკეთებელი არ ყავს მარიოს თორე მანჯუკიჩს მირჩევნია ისევ ბალოტელი იყოს
მოაშორეთ ეს საფრთხობელა
ბავარიაში ელბერის მერე არცერთი თავდამსხმელი არ დამვასებია. ძაან მაგარი იყო ელბერიც და ის ბავარიაც.
მაგარს მიქარავენ ამის გაშვებით, ჯობია გვარდი გაუშვან
ორი ფორვარდით ბაიერნი არ თამაშობს და ლევანას ძირითადიდან ვერ ამოაგდებს. ამიტომ სკამის ხეხვას ჯობია წავიდეს
მილანს სადააქ 30 ლომონი... მეორადებში შეარჩიეთ რამე
DDDDD:
მილანი მაგარი ინტერესიანი გუნდი გახდა :დ:დ
30 მილიონიო?
ბოლოს ერთად როდის ნახა გალიანიმ 30 მილიონი აღარც ახსოვს...