ფეხბურთი

18:44 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ლიაიჩს უმიზნებს

 

შესაძლოა, ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი “მილანის” ფეხბურთელი გახდეს. Sky Sport Italia-ს ცნობით, “როსონერი” 21 წლის სერბის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

საგულისხმოა, რომ ლიაიჩს ფლორენციელებთან კონტრაქტი 2014 წლის ივნისში ეწურება და სადღეისოდ, მის გახანგრძლივებაზე საუბარი არაა. სავსებით შესაძლებელია, “ფიორენტინამ” ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულშივე მოისურვოს. სერბის ტრანსფერი 9 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ცნობისათვის, ლიაიჩმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.

0.117446