ფეხბურთი

19:10 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იტურბეში 25 მილიონს იხდის

 

იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, "მილანის" მორიგი შენაძენი, შესაძლოა, "ვერონას" ფეხბურთელი ხუან იტურბე გახდეს. "როსონერი" მზადაა, 20 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი "პორტუდან" იტალიურ "ვერონაში"  იჯარის წესით გაატარა და საბოლოოდ კლუბმა იტურბე 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიტოვა.

20 წლის არგენტინელით რამდენიმე ევროპული გრანდიც ინტერესდება, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ კი გადაწყვიტა მოგება ნახოს და თავდამსხმელის გასაყიდად მზადაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკება "მილანსა" და "ვერონას" შორის.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბის ღირსებას მომავალ სეზონში გიორგი ჭანტურია დაიცავს.

 

გიორგი ბალახაძე

0.111333