ფეხბურთი

11:51 | 25.06.2014 | ნანახია 1145 - ჯერ

“მილანი” დამიაოს მიუბრუნდა

 

“მილანის” ხელმძღვანელობა 24 წლის ბრაზილიელი ფორვარდის – ლეანდრო დამიაოს ტრანსფერზე კვლავ ამუშავდა. აპენინური მედიის ცნობით, “როსონერი” “სანტოსის” თავდამსხმელის გადაბირებას მიმდინარე სატრანსფერო სეზონში გეგმავს.

“მილანი” დამიაოს შეძენას გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გასულ წელს, ბრაზილიელი “ინტერნასიონალის” ღირსებას იცავდა და არაერთი ძლიერი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მისი ევროპაში გადაბარგება გადაიდო.

იანვარში, დამიაომ “სანტოსს” მიაშურა, მაგრამ ევროპაში გადაბარგების სურვილი არ დაუკარგავს. თავის მხრივ, “მილანი” შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ბრაზილიელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:28 | 25.06.2014
alejandro (44439)

როდესაც მილანის მიერ რომელიმე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი წერია,რაც შეიძლება სტატიიდან მაქსიმუმი გავიგოთ არ ის რომ მილანი განიხელავს და აქ მთავრდება ყველაფერი... D: D: D:
განიხილავს რა არის? რამხელა ოფერს ამზადებს? ფეხბურთელს რომ მილანიშითამაში მოანდომოს,რამხელა ხელფასზეა საუბარი?
დაახლოვებით რამდენ მილიონად დააფასებს სანტოსი დიმაოს? და ა.შ...

12:36 | 25.06.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

დაიხვეწებიან

12:43 | 25.06.2014
alejandro (44439)

ვინ? ჟურნალისტები თუ მილანი? D:

15:35 | 25.06.2014
BEERTRANCE (97819)

რომელი ჟურნალისტები თან ჩვენი თუ იმათი

12:54 | 25.06.2014
mu7van (1606)

ვერცერთი...

0.121903