როგორც ჩანს, იტალიური "მილანი" მარიო ბალოტელის უხეში საქციელებით დაიღალა და მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. Daily Express-ის ინფორმაციით, "როსონერი" მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს" რობინ ვან პერსის სანაცვლოდ ბალოტელი შესთავაზოს.
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი ფეხბურთელით "არსენალი", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი. რაც შეეხება ვან პერსის, "მილანს" ჰოლანდიელისთვის ბრძოლა "იუვენტუსთან” მოუწევს, რომელიც 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ჯიუტად ცდილობს.
"მილანი" აგრეთვე დაინტერესებულია "ლევანტეს" მეკარით, კეილორ ნავასით. კოსტარიკელმა მეკარემ პრიმერადივიზიონის 34 მატჩში 38 გოლი გაუშვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "ლევანტემ" ნავასი 2012 წელს "ალბასეტედან" 150 000 ევროდ იყიდა.
გიორგი ბალახაძე