“მილანი” გუნდის მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტები ავრცელებენ.
მას შემდეგ, რაც “მილანმა” იტალიის ჩემპიონატში არსებულ 3-მატჩიან მოუგებელ სერიას ბოლოადგილოსან “კიევოსთან” ქულების გაყოფა მოაყოლა, გაჩნდა მოსაზრება, რომ “როსონერის” ხელმძღვანელობა ალეგრის კარისკენ მიუთითებდა და მის ნაცვლად გუნდის ყოფილ თავდამსხმელს, ფილიპო ინძაგის მიიწვევდა. თუმცა, იტალიური პრესის ცნობით, დღეს დილით, სილვიო ბერლუსკონი ადრიანო გალიანის შეხვდა და გადაწყდა, რომ ალეგრისთან თანამშრომლობის გაწყვეტა არ ღირს.