19 ოქტომბრის შემდეგ „მილანმა“ 7 თამაში ჩაატარა და მასიმილიანო ალეგრის გუნდს არცერთი მათგანი არ მოუგია. სერია A-ს მე-13 ტურში, „მილანმა“ „ჯენოას“ უმასპინძლა და „როსონერის“ ვერც იმან უშველა, რომ ერთი საათის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა.
ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. დე იონგის გადაცემა კაკამ მეტოქის საჯარიმოში კარგად მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბრაზილიელმა „მილანში“ დაბრუნების შემდეგ მე-2 გოლი გაიტანა.
მე-8 წუთზე, ემანუელსონმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და ჯილარდინომ, 11 მეტრიდან, თავისი ყოფილი გუნდის კარში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.
36-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანიდან გატანის შანსი მარიო ბალოტელისაც მიეცა, მაგრამ „მილანის“ თავდამსხმელმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტი ძალიან ცუდად დაარტყა და მეკარეს საქმე გაუიოლა. ცნობისთვის, ბალოტელიმ, რომელმაც კარიერაში პირველი 21 თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ბოლო 3 პენალტიდან 2 ვერ გამოიყენა.
მე-2 ტაიმში, პირველის მსგავსად, „მილანი“ დიდ უპირატესობას ფლობდა. შესვენების შემდეგ, გენუელებმა კარის მიმართულებით არაზუსტად დარტყმაც კი ვერ მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა ვერ გამოიყენეს და სერია A-ში ზედიზედ მე-5 მოუგებელი თამაში ჩაატარეს.
ზედიზედ მე-2 თამაში წააგო „ნაპოლიმ“. ნეაპოლში, ადგილობრივ გუნდსა და „სამპდორიას“ შორის გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი ანტონიო კასანომ გაიტანა, რომელმაც სერია A-ში თავი მეასედ გამოიჩინა.
ვერონა-კიევო 0:1 (0:0)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
ვერონა (4-3-3): რაფაელი, რომულო, მორასი, მაიეტა, ალბერტაცი (აგოსტინი 86), ჟორჟინიო, დონატი, (კაჩატორე 60) ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი, ტალებ გომესი (მარტინიო 59).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
კიევო (4-3-3): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, დრამე, რადოვანოვიჩი, რიგონი, ჰეტემაი, ესტიგარიბია (პალოსკი 78), ტერო (აკოსტი 90+1), სესტუ (ლაზარევიჩი 60).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლი: 0:1 ლაზარევიჩი (90+3).
გაფრთხილებები: მორასი 25, გომესი 55, კაჩატორე 77, ჟორჟინიო 84 - ტერო 26.
მსაჯი: მარკო გუიდა.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 6 (0)-12 (3), კუთხური: 11-7, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 14-15.
მილანი-ჯენოა 1:1 (1:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 43000
მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, საპატა, ბონერა, ემანუელსონი, პოლი (რობინიო 73), დე იონგი, მუნტარი (ბირსა 46), კაკა, მატრი, ბალოტელი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ჯენოა (3-4-2-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, ვრსალჟკო, მათუსალემი, ბიონდინი (კოფიე 78), სამპირიზი (ბერტოლაჩი 46), ფეტფაციდისი (მარკეზე 46), ჯილარდინო, ანტონელი.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 1:1 კაკა (4), 1:1 ჯილარდინო (8, პენ).
36-ე წუთზე ბალოტელიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: ემანუელსონი 11, საპატა 13, ბონერა 89 - ბიონდინი 68.
გაძევება: მანფრედინი 35.
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 39 (10)-2 (1), კუთხური: 12-0, თამაშგარე: 2-3, სეივი: 0-9, ჯარიმა: 10-16.
ნაპოლი-პარმა 0:1 (0:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 42000
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო, ბეჰრამი, ინლერი (საპატა 87), კალიეხონი, პანდევი (ჰამშიკი 68/მერტენსი 77), ინსინიე, იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
პარმა (3-4-1-2): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, ბიაბიანი (პალეტა 85), გარგანო, პაროლო, გობი, მარკიონი (აკვა 75), კასანო (ბენალუანე 72), სანსონე.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლი: 0:1 კასანო (81).
გაფრთხილებები: იგუაინი 45, ბრიტოსი 79 - გარგანო 70, ბენალუანე 74.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 10 (4)-12 (4), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 9-13.





