ფეხბურთი

15:58 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილანელმა ულტრასებმა აქცია დაგეგმეს

 

“მილანის” გულშემატკივართა ორგანიზებული ჯგუფი იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში “პარმას წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. “როსონერის” ულტრასებს კლუბის პოლიტიკა არ მოსწონთ და “მილანის” ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.

“მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. “მილანმა” ყველაფერი წააგო და თავი უმძიმეს დღეში ჩაიგდო. ამ წარუმატებლობების მთავარი მიზეზი ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გაუმართლებელი გადაწყვეტილებებია. მაგალითად, როგორ შეიძლებოდა გუნდიდან მასიმო ამბროზინის გაშვება, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ან რატომ უთხრეს უარი ანდრეა პირლოს ახალ 3-წლიან კონტრაქტზე. სწორედ ასეთმა შეცდომებმა მოიტანა ის, რომ ამჟამად ჩვენი გუნდი ჩემპიონატის ლიდერს 37 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება შემადგენლობას, სერიოზულადაა გადასახედი. გვყავს რამდენიმე პროფესიონალი და ბევრი მაღალანაზღაურებადი არაფრისგამკეთებელი ფეხბურთელი, რომლებისთვისაც სოციალურ ქსელებში იდიოტური ფოტოების ატვირთვა და დისკოთეკებზე სიარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთის თამაში. კარგი იქნება, თუ ეს სპორტსმენები საქმეს ჭკუით მიუდგებიან და მაგალითს ისეთი ფეხბურთელებისგან აიღებენ, როგორებიც არიან: მონტოლივო, ბონერა, აბიატი, კაკა, დე შილიო, აბატე, დე იონგი, პოლი და პაცინი. იმედია კლარენს ზეედორფიც მალე ჩამოწერს მოთამაშეთა სიას, რომლებიც “მილანისთვის” ზედმეტნი არიან” – წერია გულშემატკივართა განცხადებაში.

თეგები“მილანი”
0.11775