ფეხბურთი

16:38 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილანელი ლეგენდები თბილისში არიან

 

ხალხმრავლობის ასაცილებლად, ცნობილი ფეხბურთელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, აეროპორტის ძველი შენობით სარგებლობდნენ. ჩამოსულები არიან ფიფას ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე ფეხბურთელები, რომელთა სავარაუდო ჩამოსვლის თაობაზე ადრევე გამცნეთ: ფაბიო კანავარო, ანდრეი შევჩენკო, პაოლო მალდინი, ფილიპო ინძაგი, სერჟინიო, ფერნანდო კოუტო, იბრაჰიმ ბა. ტერიტორია ჟურნალისტებისგან საკმაოდ დაცული იყო. მხოლოდ ოპერატორებმა მოახერხეს გადაღება. ვარსკვლავებთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. საქართველოში იმყოფება ასევე “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, რომელიც თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხბურთელებთან ერთად ჩამოვიდა.

 

0.380212