თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელიც ამჟამად ბაქოს “ინტერში” გამოდის, აზერბაიჯანულ ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ვერსიით, პრემიერლიგის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “ინტერმა” სტუმრად “გაბალას” 4:1 მოუგო და ესპანელმა დუბლი შეასრულა. ალვარო “ინტერში” შარშან ზაფხულში “დინამოდან” გადავიდა და 12 მატჩში ორი გოლი გაიტანა.
“თბილისის “დინამოს” ექსლიდერმა აზერბაიჯანში გატარებულ პერიოდში სუსტი მოთამაშის რეპუტაცია შეიქმნა. როგორც “გაბალასთან” მატჩმა აჩვენა, ალვაროს ფეხბურთის თამაში შეუძლია. ამჯერად, ესპანელს შესვენების შემდეგ, მოედანზე შესვლილსას თამაში პირველი წუთიდან წაუვიდა, როდესაც ბურთი ფეხზე კარგად “მოაჯდა”. შესაძლოა, ეს შემთხვევითობა იყო, მაგრამ შემდეგი გოლი და საერთოდ, მოედნის ცენტრში დამაჯერებელი თამაში? ახლა მიკელისთვის მთავარია, რომ ამავე სტილში გააგრძელოს” – იუწყება azerifootball.com-ი ალვაროს შესახებ.