ფეხბურთი

19:36 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილმა “ზესტაფონთან” 2-წლიანი გააფორმა

 

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილის კარიერას “ზესტაფონში” გააგრძელებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

29 წლის მეკარემ ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიგინეიშვილი კარიერის განმავლობაში, “დინამოს” გარდა, თბილისის “ლოკომოტივსა” და ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში მას ერთხელ უთამაშია.

მიგინეიშვილი “ზესტაფონს” უკვე შეურთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ფოტო fczestafoni.ge 

0.115066