ფეხბურთი

19:42 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიჩუს დასვენება სჭირდება

 

“სუონსის” ესპანელმა შემტევმა მიჩუმ, ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში, უელსურ დერბიში 0:1 წაგებულ მატჩში ტრავმა მიიღო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა კოჭი დაიზიანა, 65-ე წუთზე ამის გამო შეცვალა და შესაძლოა, მას მომდევნო რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუხდეს.

“მიჩუ 100 პროცენტით მზად არაა. მას “ფიზიკასთან” დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს და ახლა ამას კოჭის დაზიანებაც დაემატა, ასე, რომ სავარაუდოდ, ის რამდენიმე თამაშს გამოტოვებს. რთულია იმაზე საუბარი, თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის “ფულჰემის” წინააღმდეგ ითამაშებს” - გადმოგვცემს ლაუდრუპის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.

ამრიგად, მიჩუ გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 7 ნოემბერს კრასნოდარში “ყუბანთან” და 10 ნოემბერს პრემიერლიგაში “სტოკთან” გასამართ მატჩებში დააკლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115686