“ოლდ ტრეფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის (0:3) შემდეგ, “ოლიმპიაკოსოს” მწვრთნელი მიჩელი დარდიანი ჩანდა, თუმცა მოწინააღმდეგეს საკადრისი პატივი მიაგო: “უამრავი შეცდომა დავუშვით საკუთარ და მეტოქის მოედანზეც, საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამ დონის მატჩში კი ასეთებს არავინ გაპატიებს, - უთხრა შემდეგ მიჩელმა უეფას ოფიციალურ გვერდს, - ბევრს ველოდით, მაგრამ გაწბილებულნი ვართ, თუმცა ჩვენს წინააღმდეგ შესანიშნავი გუნდი თამაშობდა, დე ხეა ხომ საერთოდ ფანტასტიკური იყო. მგონი, ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ “მანჩესტერის” მეკარე გახლდათ.”
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация