შსს-ს სპორტული კლუბი „მია ფორსის“ პილოტები დათა ქაჯაია და კონსტანტინე კოლიაშვილი ევროპაში ასპარეზობას განაგრძობენ ლეგენდსის კლასში. გასული ორი სეზონის ტრიუმფალური შედეგების შემდეგ (დათა ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა) სპორტსმენები ე.წ. ჩემპიონთა რბოლაში მოხვდნენ - ეს არის ლეგენდ სუპერ თასი (Legend Super Cup - http://acceleration14.com/legend-supercup ), რომელიც FIA-ს ეგიდით ტარდება.
ჩემპიონატში ევროპის სხვადასხვა კლასის ჩემპიონები ასპარეზობენ საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან. პირველი რბოლა პორტუგალიაში პორტიმაოს ავტოდრომზე გაიმართა. პირველივე ოფიციალურ ვარჯიშზე საუკეთესო პირველი და მეორე დრო აჩვენეს დათამ და კოტემ. თუმცა ოთხი 20წუთიანი რბოლის შედეგად დათამ ერთი პირველი და სამი მეორე ადგილი მოიპოვა.
ამ უსწრაფეს და ურთულეს რბოლაში გამოიკვეთა ლიდერი _ ტიტულოვანი დანიელ კამპოს ჰული (Daniel Campos Hull (ESP), რომელიც ფორმულა 3-ის ძალიან ცნობილი და პოპულარული პილოტია ესპანეთში. განსაკუთრებულ იმდებს ამყარებდნენ მისი გულშემატკივრები ესპანეთის ეტაპზე ნავარას ტრეკზე გაზრდილი დანიელის ასპარეზობაზე და ამით ცოტა არ იყოს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენდნენ აქ პირველად მოხვედრილ ქართველ მრბოლელებზე. ამას დაემატა ესპანეთის ეტაპზე ლეგენდსის მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონის (ნახევრად პროფესიონალთა და პროფესიონალთა კლასში) ამერიკელი ჯერემია ვაგნერის (Jeremiah Wagner (USA) გამოჩენაც მოასპარეზეთა შორის.
პირველი სარბოლო დღის ორივე შეხვედრაზე დათა მესამე ადგილს დასჯერდა. ამასთანავე ტრასაზე მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც ერთი ბოლიდი შეეჯახა დათას მანქანას და გამოეთიშა რბოლას, ხოლო ქაჯაიამ ძლივს მოახერხა მანქანის დამორჩილება და პოზიციის შენარჩუნება. ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა მსაჯთა გადაწყვეტილება, როცა აღნიშნულის გამო 25 წამით დაჯარიმდა ჩვენი პილოტი. შესაბამისად მეორე სარბოლო დღეს დათამ ბოლო მე9 პოზიციიდან დაიწყო ასპარეზობა. ამდენად კიდევ უფრო სენსაციური აღმოჩნდა დათა ქაჯაიას პირველ ადგილზე გასვლა. აქვე აღსანიშნავია კოტეს დამსახურებაც, რომელმაც შესანიშნავი სტრატეგია გამოიყენა თანაგუნდელის დასახმარებლად, თვითონ კი მე-5 ადგილს დასჯერდა.
ამგვარივე შედეგით დასრულდა მეორე ფინალური 20 წუთიანი რბოლაც. დათა ქაჯაია პირველივე წრეზე დაწინაურდა, მისთვის ჩვეული თავდაუზოგავი სტილით ჩამოიტოვა უკან ამერიკელი ჩემპიონიც და მასპინძელი ესპანელი პილოტიც, ფინიშამდე პირველი ადგილის შენარჩუნება კი ფაქტიურად არც გასჭირვებია თითქმის 5 წამიანი საგრძნობი უპირატესობის წყალობით(https://livetiming.raceresults.nu/acceleration#screen-results (https://www.facebook.com/AccelerationEvents )
იმედია ჩვენს გუნდს ექნება საშუალება გააგრძელოს ასპარეზობა ესოდენ პრესტიჟულ ჩემპიონატში, რადგან ნამდვილად გვაქვს შანსი საქართველო ზედიზედ მესამედ გახდეს ჩემპიონის ტიტიულის მფლობელი.
პილოტები დგეს გვიან ღამით ბრუნდებიან სამშობლოში.







