ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე ევროპის თასზე წარმატებულად თამაშობს ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198), რომელიც განთესვით მხოლოდ 86-ეა, 3 ტურის თავზე კი, 2.5 ქულით, მე-15 ადგილზე იმყოფება.
მგელაძემ პირვე ტურში მე-10 რეიტინგის მქონე რუმინელ მირჩეა-ემილიან პარლიგრაშს (2581) სძლია, შემდეგ შავებით სერბ ნენად რისტიჩს (2438) მოუგო, მე-3 ტურში კი თეთრებით მე-2 რეიტინგით მოთამაშე სომეხ ვლადიმირ აკოპიანს (2667) დაუზავდა.
მე-4 ტურში მგელაძე შავი ფიგურებით სერბ დუშან პოპოვიჩს (2537) ეთამაშება.