ჭადრაკი

1:42 | 19.06.2014 | ნანახია 1293 - ჯერ

მგელაძეს ფინიში “ჩაუვარდა”

ბულგარეთის “ოქროს ქვიშებზე” გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს უაღრესად დრამატული დასასრული ჰქონდა. 9 ტურის თავზე 7.0-7.0 ქულა ერთბაშად 8 მოჭადრაკემ დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, პირველობა პარაგვაელ აქსელ ბაჩმანს (2619) ერგო.

მე-2 ადგილზე სომეხი ტიგრან პეტროსიანი (2624) გავიდა, მესამეზე კი თურქი დრაგან სოლაკი (2627) გავიდა.

ტურნირის დასასრული წარუმატებელი გამოუვიდა ერთადერთ ქართველ მონაწილე თამაზ მგელაძეს (2198). მან ბოლო 4 პარტიიდან 3 დათმო და 4.5 ქულით 76-ე პოზიციაზე გავიდა. ცნობისთვის, თამაზი ბულგარულ შეჯიბრზე 97-ე ნომრად გახლდათ განთესილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064946
1293