ჭადრაკი

23:31 | 9.06.2014 | ნანახია 829 - ჯერ

მგელაძემ საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა

ფიდეს ოსტატმა თამაზ მგელაძემ (2198) ბულგარეთში დასრულებულ “ალბენა 2014”-ზე ჩინებული შედეგი აჩვენა. ჩვენებური 154 მონაწილეს შორის 86-ე ნომრად გახლდათ განთესილი, საბოლოოდ კი, მე-16 შედეგი აჩვენა და საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა შეასრულა.

დასკვნით მე-9 ტურში მგელაძემ (2198) შავი ფიგურებით ბულგარელი პეტარ არნაუდოვი (2457) დაამარცხა და 6.0 ქულა მოაგროვა, რითაც საკუთარ რეიტინგს 69 სარეიტინგო ქულა შემატა.

ქართველი მოჭადრაკე მეორე-მესამე ადგილოსნებს – ბულგარელ პეტარ დრენჩევს (2487) და ინდონეზიელ სუსანტო მეგარანტოს (2540) ქულით ჩამორჩა, ჩემპიონი კი ბულგარელივე ივან ჩეპარინოვი (2682) გახდა 7.5 ქულით. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

ცნობისთვის, მგელაძე ბულგარეთში რჩება და 10 ივნისიდან ოქროს ქვიშებზე კიდევ ერთ ტურნირში ჩაებმება, სადაც უკვე 95-ე განთესვა ექნება. "Golden Sands 2014"-ს საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, შეჯიბრი კი 9 ტურად შვეიცარიული სისტემით წარიმართება.

0.067341
829