ჭადრაკი

0:01 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მგელაძემ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა!

ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) ბულგარულ “ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ 97-ე რეიტინგით თამაშობს, თუმცა, 4 ტურის თავზე მე-3 (!) ადგილზე იმყოფება.

გასულ ტურში მგელაძემ შავი ფიგურებით 24-ე განთესვის მქონე რუმინელ ვლად-ვიქტორ ბარნაურეს სძლია და თავი 3.5 ქულას მოუყარა.

შედეგად, თამაზი მხოლოდ პირველ-მეორე პოზიციებზე მყოფ სომეხ ტიგრან პეტროსიანს (2624) და ებრაელ დანი რაზნიკოვს (2495) ჩამორჩება, რომელთაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნიათ.

მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით სერბ ნიკოლა სედლაკს (2570) ეთამაშება, რომლის აქტივშიც ასევე 3.5 ქულაა. ეს უკანასკნელი ტურნირზე მე-12 განთესვით ირჯება.

“ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საჭადრაკო ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა.

0.117697