ჭადრაკი

23:42 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მგელაძე ვარნაში თამაშობს

ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) მორიგ ბულგარულ ტურნირში ჩაება. იგი ამჯერად ძალებს ვარნას საერთაშორისო ტურნირზე სცდის, სადაც მე-3 ნომრადაა მიჩნეული.

მგელაძემ შეჯიბრი ყოჩაღად დაიწყო და ზედიზედ 3 გამარჯვება იზეიმა, შემდეგ კი, ყაიმი და მარცხიც გამოურია და ლიდერობა დათმო.

5 ტურის თავზე თამაზს 3.5 ქულა გააჩნია და მე-5 ადგილზე იმყოფება, ერთპიროვნული ლიდერი კი ბულგარელი რადი დანოვია (2125), რომელმაც ქართველ მოჭადრაკეს ის ერთადერთი მარცხი აგემა.

9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში მგელაძე თეთრი ფიგურებით ბულგარელ დენიცა დრაგიევას (2091) ეთამაშება. 

0.122894