ბულგარულ ვარნაში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას თამაზ მგელაძე (2198) იცავს.
7 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეს 5.5 ქულა გააჩნია და ერთპიროვნულ ლიდერ რადი დანოვს (ბულგარეთი, 2125) ქულით ჩამორჩება.
მგელაძის დარი მონაგარი აქვთ ბულგარელ მარტინ პეტროვს (2042) და აზერბაიჯანელ მუსაიევს (2169), დამატებითი მაჩვენებლებით კი, თამაზი მე-3 ადგილზე იმყოფება.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ხსენებულ მუსაიევს ეთამაშება.