ჭადრაკი

14:34 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მგელაძე ათეულში იმყოფება

ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) ბულგარულ “ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ მგელაძემ საწყის ორ ტურში გამარჯვება იზეიმა, მესამეში კი თეთრი ფიგურებით ბრაზილიელ იაგო დე მოურა სანტიაგოს (2466) დაუზავდა.

თამაზმა 2.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზე იმყოფება, მის წინ 8 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფია, რომელთა აქტივშიც 3.0-3.0 ქულაა.

მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით რუმინელ ვლად-ვიქტორ ბარნაურეს (2518, 2.5 ქულა) ეთამაშება, რომელიც განთესვით 24-ეა, ჩვენებურს კი მხოლოდ 97-ე რეიტინგი გააჩნია.

0.117263