ჭადრაკი

13:59 | 8.06.2014 | ნანახია 225 - ჯერ

მგელაძე ათეულში იმყოფება

ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) სპეციალისტების გაოცებას განაგრძობს. ბულგარულ ალბენაში საერთაშორისო ტურნირზე 86-ე რეიტინგის მქონე მგელაძეს 7 ტურის თავზე 5.0 ქულა გააჩნია და მე-9 ადგილზე იმყოფება.

მე-7 ტურში მგელაძემ თეთრი ფიგურებით ბულგარელ რადოსლავ დიმიტროვს (2450) სძლია და ტურნირის ლიდერებს (ასეთი 8 მოჭადრაკეა) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე კვლავ თეთრებით სომეხ ჰოვანეს გაბუზიანს (2537) ეთამაშება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.072013
225