...ყველანი საათებს ვითვლით, 20 საათზე ტელევიზორს მივუჯდებით და პულსიც აგვიჩქარდება. ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იწყება. გია ცეცაძემ და მისმა შეგირდებმა ძალიან შეაყვარეს თავი ქართველ ქომაგებს - ეს ის ნაკრებია, რომელმაც ელიტ-რაუნდზე, არ გადავაჭარბებთ, გმირობა ჩაიდინა და ინგლისთან ფრეს რომ თავი დავანებოთ, მსაჯებიან შოტლანდიას 9 კაცით მოუგო, ხოლო ბოლო ტურში მასპინძელ ბელგიას ისე სძლია, რომ ფეხბურთელის შეცვლის უფლებაც არ ჰქონდა.
გუნდს მწვრთნელიც ისეთი ჰყავს, რომ შემტევ ფეხბურთზე აკეთებს აქცენტს. მთავარი, რაც ცეცაძის ბიჭებს ახასიათებთ: თავდაცვა მეტოქის ნახევარზევე იწყება.
20 საათზე, ლიტვის ქალაქ ალიტუსში საქართველო_საფრანგეთი დაიწყება. ვერ იტყვის კაცი, რომ მაინცდამაინც საფრანგეთია ჯგუფის ფავორიტი, რადგან თურქებიც რიხიანად, ელიტ-რაუნდში სამი მოგებით გავიდნენ 8 გუნდში და ნაცნობი სერბეთიც მძლავრი ნაკრები უნდა იყოს. ნაცნობი იმიტომ, რომ ცეცაძის გუნდმა მასთან პორტუგალიურ ტურნირზე 1:2 წააგო, ხოლო ელიტ-რაუნდის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში სძლია - ბელგრადში 1:0.
შეხსენებისთვის, ქართველებმა ელიტ-რაუნდამდე, საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა კაჭარავას თავკაცობით, ხორვატიაში მასპინძლებთან 0:2 წააგეს, აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშეს და ისლანდიას 2:0 სძლიეს.
ქართველებმა ფინალურ ეტაპამდე სულ 9 გოლი გაიტანეს: ბაჩანა არაბული (2), გურამ სამუშია (2), გიორგი ფანცულაია (2), ნიკა კაჭარავა, ბუდუ ზივზივაძე, ავთო ენდელაძე.
შეგახსენებთ იმ შემადგენლობას, რომელიც ცეცაძემ ფინალურ ეტაპზე ჩაიყვანა. ელიტ-რაუნდის 18-კაციანი სიის იდენტურია:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე, ბაჩო მიქავა
მცველები: ლევან გეგეჭკორი, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა, დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია, ლაშა დვალი, ალექსანდრე გურეშიძე
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე, თემურ მარკოზაშვილი, დაჩი ცნობილაძე
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ფანცულაია, ნიკა კაჭარავა, ლუკა ზარანდია
ევროპის ჩემპიონატის კალენდარი:
A ჯგუფი
20 ივლისი - 19:30. ლიტვა_ჰოლანდია; 22:15. ესპანეთი_პორტუგალია.
23 ივლისი - 17:30. ჰოლანდია_პორტუგალია; 19:30: ლიტვა_ესპანეთი.
26 ივლისი - 22:00. პორტუგალია-ლიტვა; 22:00: ჰოლანდია_ესპანეთი.
B ჯგუფი
20 ივლისი - 18:00. სერბეთი_თურქეთი; 20:00: საქართველო-საფრანგეთი.
23 ივლისი - 19:30. სერბეთი_საქართველო; 21:30: თურქეთი_საფრანგეთი.
26 ივლისი - 17:30. საფრანგეთი_სერბეთი; 17:30: თურქეთი_საქართველო.
ნახევარფინალები (A1_B2, B1_A2) გაიმართება 29 ივლისს, ფინალი კი - 1 აგვისტოს.
ფრანგების ორ საიტზე (Foot-national და Football465) სავარაუდო თერთმეტეული წერია და ორივე შემადგენლობა ერთნაირია: ბენარდო - იკოკო, კონტი, ლაპორტი (კაპ), მენდი - იუნუ, რაბიო, როდრიგესი - მარტიალი, ბენზია, ნანჟი. გუნდში ერთი ლეგიონერია კაპიტან ემერიკ ლაპორტის სახით - ის "ბილბაოს" ახალგაზრდულ გუნდშია.
20 საათზე მუშთაიდის ბაღის ღია ამფითეატრში, ქართული სპორტის ქომაგების ორგანიზებითა და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანების ხელშეწყობით, დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ეს მატჩი. დასწრება თავისუფალია ყველა გულშემატკივრისთვის.
ისტორიიდან: ეს მეხუთე შემთხვევაა, როცა საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.
პირველად ეს მოხდა 1997
უნგრეთთან 3:6 (გველესიანი, ჯაკობია-2), იტალიასთან 3:5 (ჯაკობია, დეკანოსიძე, გველესიანი), ბელგიასთან 1:5 (დეკანოსიძე).
მეორე გასვლა: 1999
იტალიასთან 0:2, ირლანდიასთან 3:3 (მენთეშაშვილი, გაგუა-2), ესპანეთთან 1:4 (გაგუა). ცნობისთვის, ვალერი გაგუა 3 გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესამე წარმატება: 2002
ჯგუფში: გერმანიასთან 1:1 (იაშვილი), პოლონეთთან 1:1 (იაშვილი), უნგრეთთან 2:1 (იაშვილი-2). 1/4 ფინალი: შვეიცარიასთან 0:3.
და მეოთხე, ყველაზე შთამბეჭდავი წარმატება. 2012
ჯგუფში: გერმანიასთან 0:1, საფრანგეთთან 1:1 (ჭეჭელაშვილი), ისლანდიასთან 1:0 (დარციმელია). 1/2 ფინალი: ჰოლანდიასთან 0:2.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როდის არის რომელ რიცხვში?
აბა თქვენ იცცით ბიჭებო უნდა გაგვახაროთ !!!
იმედია აეს ფეხბურთელები მომავალში ვარსკვლავებად იქცევიან .. სად არიან აბა სანდრო იაშვილი, გაგუა,ჯაკობია, დეკანოსიძე, გველესიანი, მენთეშაშვილი ... რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი ?
ხოჯავა კიდე..
ხარისხიან ლინკს ვინ დადებს?
თურქეთი მკვდარი გუნდი ჩანს ცუდი რო სერბები იგებენ ფრე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ თამაშში
მკვდარი კი არა საერთოდ აქ როგორ მოხვდნენ ესენი. იტალიას 5-1 როგორ მოუგეს ჯგუფში? ეგეთი ფარჩაკი გუნდი ჰყავს იტალიას ვითომ ამ საცოდავ გუნდთაბ მასეთი ანგარიშით რო წააგო.
გავაუპატიუროტ მამლები
დარეგისტრირდით და ითამაშეთ ონლაინ მენეჯერული თამაში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საოცნებო გუნდი, გააკეთოთ სტადიონი, იყიდო-გაყიდოთ ფეხბურთელები და შექმნათ კარგი გუნდი..... ითამაშოთ ლა ლიგაში, პრემიერ ლიგაში, ბუნდესლიგაში, ლიგა 1-ში, ერედივიზიონში, გადადით უმაღლეს დივიზინებში მოხვდით 4 ეულში და გადით ლიგაზე
))
რაც მტავარია ეს ყველაფერი შეგიძლიათ ითამაშოთ ქართულად!
0?'>http://trophymanager.com/?c=2710573':'>http://trophymanager.com/?c=2710573'))
საქართველოს და ესპანეთის მოგებაზე დავდე 18 ეურო საქართველოს კოეფიციენტი აუწიეს 6.0 იყო ეხლა 7.5 აქვს
დღესაც ცუდად მახსოვს შარშან ჰოლანდიის გოლები ბოლი 2 წუთში
არაფერი გუნდი არაა ეს თურქეთი ვაფშე
დღეს იმდენი უნდა გაუტანოთ ფრანგესბ რო პსჟმ და მონაკომ ჩვენი ბიჭების ყიდვაზე იჩალიჩოს!
ევროსპორტ 2-ზე ეხლა სერბეთი-თურქეთის თამაშია
უხ თქვენ გენაცვალეთ მიდით გახიეთ ეგ ზანგები შუაზე , თქვენ ხომ შEგიძლიათ არა? :*:*:*:* გენაცვალეთ გულში მიდით ლომებო ჩვენ გვჯერა თქვენი :*
წარმატებები ბიჭებს!!!
ბრატცი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს პირდაპირ ეთერს?
მეცხრე არხი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ფრე გვინდა და ბევრი წითელ ყვითელი ბარათები!
)
მართლა დილის მერე საათებს ვითვლი როდის დაიწყება
ვაააა სერბეთმა გაიტანაა
ლუკას ჰუფნაგელი რატომ არ არის?
stripslashes((strlen('http://livetv.ru/eventinfo/177810_serbia_u_19_turkey_u_19/')>0?'http://livetv.ru/eventinfo/177810_serbia_u_19_turkey_u_19/':'http://livetv.ru/eventinfo/177810_serbia_u_19_turkey_u_19/'))
ახლა დაიწყო სერბია - თურქეთი, რომელს ვუგულშემატკივრო?
ფრე დახატავს
ფრე
ფრეს
ფრე გვაწყობს!
კაი უგოლო ფრე დამთავრდეს, მკვდარი 0-0 :დ
აბა ლომებო თქვენ იცით. თქმაც არ ჭირდება იმას, რომ მთელი საქართველო თქვენ გიყურებთ დიდი იმედით. მე ევროპსორტზე ვუყურებ ამ თამაშს. მაინტერესებს უცხოელი კომენტატორების შეფასებები
აბა,თქვენ იცით,ბიჭებო! გაგვახარეთ! : )
7.0 ევროპაბეთზე
7.3 აქ
საბერძნეთში ყოველთვის დაბალი აქვც კოეფიციენტი მთავრობის არის აქ ტოტალიზატორები და მაგიტომ
თქვენ შეგიძლიათ ქართველი ერი გაახაროთ ჩვენო გმირებო...მიდით.......
ვაა 6.0 აქვს საქართველოს????მე უნდა ვხიო 10 ეურო ბიჭებო
უეჭველი დავდებს ბეჭებზე
ფრანგებტან ცასაგები არა ტუ ცააგებ ჩატვაკლე ვერ გადიხარ არავის არ ეცყინოს ეს არის რეალობა
ფული რომ მქონდეს ერთ 50 ლარს 1 დავდებდი
აუ მართლა როგორ ველოდებიიი.მიდით რაა ბიჭებო,გავახარეეთ!!! :*
ველი ველი მოუთმენლად
თქვენს უკან საქართველოა ბიჭებოოოოოოოოოოო!!!!
9 არხი აჩვენებსო თამაშს !!!!!!!!!!!!!!
კი 9 არხზეა
მიდიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიითთთთთთთთთთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ბიჭებოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამოავსეთთთთთთთთთთთთ ფრანგებიიი!!!!!!!!!!!!!!!! თქვენთან ვართთ!!!