ჭოლა ჭანტურიასა და შოთა კორახაშვილის წყვილმა.
სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ქართულმა დუეტმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, მეხუთე ადგილი დაიკავა და 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ნიშანდობლივია, რომ ქართული წყვილი მეოთხეზე გასულ ნორვეგიულ დუეტს 0.47 ქულით ჩამორჩა.
როგორც წყალში ხტომაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ გვაცნობა აღნიშნული გრან-პრის გათამაშება საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში 23 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ამასწინათ მადრიდის მსოფლიო გრან-პრიზე ჭანტურია-კორახაშვილის წყვილი მეექვსე ადგილზე გავიდა, ამჯერად კი ერთი საფეხურით წაიწია.







