ჩოგბურთი

23:07 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა ყაზახური ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთში გამართული 10-ათასიანი ტურნირი მოიგო. შიმკენტში გამართულ შეჯიბრზე ალექსანდრემ ოთხ რუს მეტოქეს აჯობა, ფინალში კი სლოვაკს აჯობა.

მეტრეველმა ფიოდორ ჩერვიაკოვი 6:4, 6:3 დაამარცხა, შემდეგ ივან ნედელკოს 4:6, 6:3, 7:5 მოუგო, მეოთხედფინალში ანდრეი პლოტნის აჯობა – 6:3, 6:1, ხოლო ნახევარფინალში ალექსანდერ ლობკოვს გაუმკლავდა – 7:6 (8:6), 6:2.

გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი მე-8 რეიტინგის მქონე სლოვაკ ფილიპ ჰორანსკის დაუპირისპირდა და 6:4, 6:3 მოიგო.

მეტრეველს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 17 ქულით 864-ე ადგილი უკავია, შიმკენტში გამარჯვებით კი მან 18 ქულა შეიმატა და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.

0.117501