ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. ქართველთაგან ბოლო შეჯიბრს ალექსანდრე მეტრეველი გამოეთიშა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე მეტრეველი რუს ანდრეი რუბლევს გაეჯიბრა და 4:6, 4:6 წააგო. ცნობისთვის, წინა წრეში მე-7 ნომრად განთესილმა რუსმა გიორგი ჯავახიშვილი ასევე 6:4, 6:4 დაამარცხა.
წყვილთა ნახევარფინალში მეტრეველი და ყაზახი იევსეევი პირველ ნომრად განთესილ ბელარუსულ დუეტთან (შილა-ვასილევსკი) 0:4 მარცხდებოდნენ, როდესაც თამაშის შეწყვეტა მოუხდათ.