ნიკა მეტრეველის “როზეტო” იტალიის რანგით მე-3 ლიგის დასკვნით ტურში გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფის საგზურს იღებდა, თუმცა, “ფერარასთან” გასვლით შეხვედრაში უშანსოდ – 67:98 წააგო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 9 წუთი დაჰყო და სტუმრებს 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 6 პერსონალური ფოლი მიიღო.
როზეტოელებმა ლეგადუე სილვერის 28 ტურში 14 გამარჯვება იზეიმეს და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულეს.