ძიუდო

21:26 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის ოქრო მინსკში

შაბათ-კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ძიუდოში ევროპის თასის გათამაშება შედგა, სადაც ქართული დელეგაცია მხოლოდ 2 სპორტსმენით გახლდათ წარდგენილი. მათგან ერთმა ნოდარ მეტრეველმა ჩინებულად იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მძიმე წონით კატეგორიაში მეტრეველმა 4 გამარჯვება იზეიმა. მან ბელგიელი ბენჯამინ ჰარმენიესი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი სამივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო: ჰოლანდიელ პასკალ შერენბერგთან, ბელარუს ალიაკსანდრ ვახავიაკთან და ფრანგ მეტიუ ბატაილესთან.

მინსკში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, თუმცა, წარუმატებლად. ბექა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ძმაა, 66 კგ-ში პირველივე შერკინება უკრაინელ ოლეგ გლუშჩენკოსთან ვაზარით წააგო.

0.152424