კალათბურთი

13:39 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის გუნდი პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს

იტალიის რანგით მე-3 დივიზიონ ლეგადუე სილვერში ნიკა მეტრეველის “როზეტო შარქსი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ენეგან ფირენცეს” დაუხვდა და პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 94:86.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 26:31 წუთი გაატარა და 12 ქულა, 6 მოხნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მეტრეველმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებმა 15 მოგება და 14 მარცხი მოაგროვეს და თუკი დასკვნით ტურში “მობიტ ფერარასაც” აჯობეს, შესაძლოა, პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვონ.

0.111359