იტალიის რანგით მე-3 ლიგა ლეგადუე სილვერში მორიგი მატჩი ჩაატარა ნიკა მეტრეველის “მოდუს როზეტომ”. ქართველი კალათბურთელი ტრავმის მოშუშების შემდეგ, მოედანზე მეორე გამოჩნდა და საკმაოდ სარგებლიანადაც გაისარჯა.
“პროჯერ კიეტისთან” გასვლით შეხვედრაში მეტრეველმა მოედანზე 19:15 წუთი გაატარა და 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ნიკამ 5-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“როზეტომ” მატჩი 73:80 დათმო, 12 მოგების წილ მე-12 მარცხი მოაგროვა და მოწინავე რვეულში მოსახვედრად იბრძვის, რაც მეტრეველის გუნდს პლეი-ოფში ასპარეზობის საშუალებას მისცემს. 22 მარტს ქართველის კლუბი ლიდერ “აგრიგენტოს” უმასპინძლებს.