სტამბულში გრძელდება 10-ათასიანი ტურნირი, რომელშიც წარმატებით ირჯება ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი. მან პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ინდოელ კარუნუდაი სინგჰს 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი იტალიელ ჯორჯიო პორტალურის 6:3, 6:7 (5:7), 6:2 მოუგო. მეოთხედფინალში მეტრეველის მეტოქე მე-7 რეიტინგის მქონე ფრანგი ენცო კუაკაუ იქნება.